Monday, April 8, 2013


ფაშიზმი (ზოგადად)

ფაშიზმი (იტალ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.


იდეოლოგია და წარმოშობა


ფაშიზმი-(იტალ. fascismo/fascio – კონა, შეკვრა, გაერთიანება) – მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.

ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.

ფაშიზმის გადმონაშთები თანამედროვეობაში 

არსებობს თანამედროვე ფაშისტთა 3 სახე: 1. ნეო ნაცისტები, რომლებიც აგრესიული ხერხებით გამოხატავენ თავიათ შეხედულებებს, ხოცავენ ხალხს და ეწევიან ქუჩურ ცხოვრებას, 2. კლასიკოსები, რომლებიც საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენენ ევროპის მასშტაბით რადგან მათ წინააღმდეგ არ ხორციელდება არავითარი კანონიერი დევნა. მათი იდეები უმეტესად დამყარებულია მუსოლინისეულ შეხედულებებზე და სრულიად უარყოფილია ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიები, რაც აძლევთ საშუალებას შექმნან პარტიები და ჰპოვონ ხალხში გამოძახილი (ასეთი ორგანიზაციაა FN საფრანგეთში, რომელსაც 9 მილიონი მხარდამჭერი და 100 ათასი მუდმივი წევრი ჰყავს), და 3. ნაციონალ-შოვინისტები, რომლებიც კლასიკოსთა და ნაცისტთა შერწყმას წარმოაგენენ მაგრამ ისინი არ უარყოფენ ძალადობას და არც ჰიტლერისეულ იდეოლოგიას, უბრალოდ შედარებით "დახვეწილები" არიან ვიდრე ნეო ნაცისტები...



სურათზე გამოსახულია სიმბოლურად თუ რა იყო ფაშიზმის მთავარი საფუზვლები - "ერთი ხალხი,ერთი იმპერია,ერთი ლიდერი." - სიტყვები მოცემულია პლაკატზე გერმანულ ენაზე.

Friday, March 29, 2013

რომის რესპუბლიკა და იმპერია (რომაული სამართალი)



       რომის სახელმწიფო მოწყობა შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ძველი სამყაროსათვის. მასში შეზავებული იყო დემოკრატიის, ოლიგარქიისა და ერთმმარტველობის ნიშნები, რაც სხვადასხვა ფენისა და ინტერესს შორის ბალანსს და მტელი სისტემის მდგრადობას განაპირობებდა.

       თავდაპირველად რომში პირველი პირი იყო მეფე, რომელიც ტრადიციის თანახმად, ტავად ღმერტის ნებით იღებდა ხელსი ძალაუფლებას და ერთდროულად ითვლებოდა უზენაეს მთავარსარდლად, ქურუმად და მსაჯულად, სათათბირო ორგანო იყო უხუცესთა საბჩო ანუ სენატი, რომელიც შედგებოდა 300 წარჩინებული ოჯახის მეთაურებისგან.

       სახალხო ანუ ლაშქრის კრება კი ყველა მეომარსაერთიანებდა, რომლებიც სამ ტომად და 30 კურიად იყვნენ დანაწილებულნი.ლაშქარი იღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს რომის მთელი ისტორიის მანძილზე. განსაკუთრებით დიდი იყო სახალხო კრების როლი რესპუბლიკის ხანაში

       სამეფო ხელისუფლების გაუკმების შემდეგ სახალხო კრება იღებდა კანონებს და ირჩევდა ყველა დონოს მოხელეს. ხმის მიცემის სისტემას ვერ დავარქმევთ დემოკრატიულს. მებრძოლის ხმის ფასი განისაზღვრებოდა მისი როლითა და ფასით ბრძოლის ველზე.

       კანონების მომზადება და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა,მოხელეების კონსულტირება და შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა სენატის ფუნქციებში შედიოდა. სენატორთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 300 წარჩინებულს ემატებოდნენ ყოფილი კონსულები და უაზრო გვარების აღზევებული წარმომადგენლები.

       რომში აღმასრულებელი ხელისუფლება არჩეული მოხელეების -მაგისტრატების ხელში იყო მოხელეებს ირჩევდნენ ეთი წლით. ერტ თანამდებობაზე ირჩევდნენ ორ პირს თანასწორი უფლებებით, რაც მათ აიძულებდა, შეთანხმებულად ემოქმედათ.

        რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობად მიჩნეულია კონსული. კონსულები სარგებლიბდნენ ლაშქარს ომში, განაგებდნენ ფინანსებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში მაგალითად, ომის დროს, კონსულებიდა ირჩეოდა დიქტატორი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭებოდა, არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.

       კონსულის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ რომაელი მოკალაკე შეიძლებოდა აერჩიათ ცენზორათ. მის ფუნქციებში შჱდიოდა ადათებისა და კონებრივი ცენზისათვის თვალყურის დევნება, მოქალაქეტა გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში და მატი დასჯა ზნეობის ნორმების დარღვევისათვის. ეს უპლებები ცენზორს გარკვეული თვალსაზრისით კონსულებსა და სენატორებზე მაღლაც აყენებდა.

       პრეტორები ძირითადად აწარმოებდნენ სამართალს, თავდაპირველად განიხილავდნენ დავებს რომის მოკალაკეთა შორის შემდეგ კი აგრეთვე დავებს უცხოელთა მონწილეობითაც.

      კვესტორები პასუხისმგებელნი იყვნენ ხაზინაზე, ედილები კი -ქალაქის სამსახურებზე.

n       დიქტატორებს, კონსულებს და პრეტორებს განუსაზღვრელი უფლებები ქონდა თავიანთ სფეროებში, სხვა მოხელეებს კი შეზღუდული.

n       მართალია მოხელეთა შორის გარკვეული იერარქია იყო დადგენილი და მაღალი თანამდებობის დაკავება მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევისა და შედარებით დაბალ თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ იყო შესაძლებელი, მაგრამ თანამდებობის პირი ემორჩილებოდა მხოლოდ კანონს ხალხსა და სენატს და არა სხვა თუნდაც უმაღლესი თანამდებობის პირს.

n       რომის რესპიბლიკური წყობის ძირითადი ინსტიტუტები შენარჩუნებული იყო იმპერიის არსებობის პირველი საუკუნეების მანძილზე, პრინციპატის ეპოქაში.იმპერატორი იყო ქვეყნის პირველი პირი ფორმალურად პირველი სენატორის, ფაქტობრივად კი მთავარსარდლის რანგში.

n       ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სახალხო კრებას, სენატს მაგისტრატს, და სხვადსხვა თანამდებობის პირს შორის ძალიან ქმედითი ღმოჩნდა რომისთვის და სანიმუშო ახალი დროის ცივილიზებული ქვეყნებისათვის.

n       გარდა სახელმწიფო მოწყობის პრინციპებისა, დღევანდელი დემოკრატიული ქვეყნები ემყარება რომაელთა მიერ შემუშავებულ სამართლის პრინციპებს ძირითადად ცნებებსა თუ საქმის წარმოების ძირითად პროცედურებს.