Monday, April 8, 2013


ფაშიზმი (ზოგადად)

ფაშიზმი (იტალ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.


იდეოლოგია და წარმოშობა


ფაშიზმი-(იტალ. fascismo/fascio – კონა, შეკვრა, გაერთიანება) – მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.

ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.

ფაშიზმის გადმონაშთები თანამედროვეობაში 

არსებობს თანამედროვე ფაშისტთა 3 სახე: 1. ნეო ნაცისტები, რომლებიც აგრესიული ხერხებით გამოხატავენ თავიათ შეხედულებებს, ხოცავენ ხალხს და ეწევიან ქუჩურ ცხოვრებას, 2. კლასიკოსები, რომლებიც საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენენ ევროპის მასშტაბით რადგან მათ წინააღმდეგ არ ხორციელდება არავითარი კანონიერი დევნა. მათი იდეები უმეტესად დამყარებულია მუსოლინისეულ შეხედულებებზე და სრულიად უარყოფილია ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიები, რაც აძლევთ საშუალებას შექმნან პარტიები და ჰპოვონ ხალხში გამოძახილი (ასეთი ორგანიზაციაა FN საფრანგეთში, რომელსაც 9 მილიონი მხარდამჭერი და 100 ათასი მუდმივი წევრი ჰყავს), და 3. ნაციონალ-შოვინისტები, რომლებიც კლასიკოსთა და ნაცისტთა შერწყმას წარმოაგენენ მაგრამ ისინი არ უარყოფენ ძალადობას და არც ჰიტლერისეულ იდეოლოგიას, უბრალოდ შედარებით "დახვეწილები" არიან ვიდრე ნეო ნაცისტები...



სურათზე გამოსახულია სიმბოლურად თუ რა იყო ფაშიზმის მთავარი საფუზვლები - "ერთი ხალხი,ერთი იმპერია,ერთი ლიდერი." - სიტყვები მოცემულია პლაკატზე გერმანულ ენაზე.

4 comments:

  1. ეს კარგია და ისიც დამიწერე , რა უნდა შედიოდეს პრეზენტაციაში

    ReplyDelete
    Replies
    1. 1.ყველა ფაშისტური ქვეყნები,სად დაიბადა იდეა.
      2.ვინ იყვნენ მათი მიმდევრები
      3.იდეოლოგია რას ემყარებოდა (საფუძვლები"და იმედები)
      4.სტრუქტურა,იერარქია
      5.მმართველობის სისტემა
      6.სასამართლო
      7.ჯარი
      8.მასმედია
      9.დამარცხების მიზეზები და დღევანდელი მიმდევრები.
      "10".რა საჭმელები უყვარდა ჰიტლერს და სასმელებიც :)))))
      1,2,3,9 ჩემ შემდეგ ბლოგზე ნახე 7 კიდე წიგნში ჰიტლერის გაკვეთილის ბოლო თავის პირველი აბზაცი მაგაზეა(ჯარზე ანუ მანდაა რა)

      Delete
    2. პასუხი მომწერე როცა ამ კომენტარს ნახავ რა :)

      Delete
  2. გავაკეთე მაგრამ 10 და 11 არ ჩამისვია , ანუ ჯარი და რა საჭმელები უყვარდა ჰიტლერს . მეორე ვერ ვიპოვე და პირველის პოვნა ფიზიკურად ვეღარ მოვასწარი . აი ეხლა 10:47 ზე ( საათზე ) დავამთავრე . მაგრამ საკაიფოა ძალიან . აი თუ გინდა გადმოწერე და ნახე
    http://allshares.ge/download.php?id=5BDBD10A87

    ReplyDelete