მმართველობის ფორმები და ზოგადად პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის შესახებ შეხედულებები საბერძნეთში
n სახელმწიფოს აღქმა შეიცვალა ძველ საბერძნეთში. აქ სახელმწიფოს შექმნის იდეა თავისუფალი იყო რელიგიური ასპექტისგან. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რელიგიურ წარმოდგენები არ დომინირებდნენ ხალხის ცნობიერებაში. ბერძნულ მითებში ხშირად წააწყდები ასეთ გამონათქვამს: „ღმერთებმა დაგვივიწყეს“. ძველ საბერძნეთში შეიქმნა ე.წ პატრიატქალური თეორია, რომლის დამაარსებელიც იყო პლატონი და არისტოტელე. პატრიარქალური თეორიის თანახმად სახელმწიფო წარმოადგენს ოჯახის განვითარების ბუნებრივ მოვლენას. განვითარების პროცესში ოჯახი გადაიქცა ტომად, ხოლო ტომმა განიცადა ევოლუცია და გარდაიქმნა სახელმწიფოდ. შესაბამისად ოჯახის მთავარი-მამა გარდაიქმნა მონარქად. ეს თეორია უარყოფს ღმერთის როლს სახელმწიფოს შექმნაში. ამიტომაც ადამიანებს თვითონვე უნდა მოაგვარებინათ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ ყველა ბერძენი მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. პლატონი განიხილავდა პოლიტიკას როგორც საშუალებად, რომელმაც უნდა დაიცვას ყველა მოქალაქე და გარდაქმნას ისინი უკეთესობისკენ. პლატონი ადამიანს თვლიდა „პოლიტიკურ ცხოველად.“ ანუ, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს შეუძლია შექმნას პოლიტიკური ორგანიზმი, რომლისგან დამოუკიდებლად და რომლის გარეშეც ის ვერ ცხოვრობს. „პოლიტიკა“ ჯერ საბერძნეთში, შემდეგ რომში ნიშნავდა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღებას, მმართველობის განხორციელებას და ძალაუფლების ქონას.
n ბერძნულ-სპარსული ომების დამთავრების შემდეგ, ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ განაცხადა, რომ მთავარი განმანსხვავებელი ელინებსა და ბარბაროსებს შორის მდგომარეობდა იმაში, რომ ბარბაროსებში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი არსებობს და ეს არის მეფე. ხოლო ელინებში ყველა თავისუფალია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში უამრავი ტირანი არსებობდა. მაგრამ თავისუფლება მდგომარეობდა იმაში, რომ მწირე ტერიტორიის თუ მწირე მოსახლეობის მიუხედავად, ტირანები იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ მოსახლეობისადმი, რასაც ადგილი არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა სხვაგან, მაგალითად სპარსეთში. ბერძნული საზოგადოება გარკვეული დოზით მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფოს მართვაში. იქ მოსამართლე იღებდა ხელფასს და არსებობდა ასევე არჩევნები. ბერძნული სახელმწიფო სისტემის იდეალს წარმაოდგენდა დემოკრატია, ხოლო თვით სახელმწიფოს იდეალს - პოლუსი (ანუ ქალაქი-სახელმწიფო).
n მეფეებს და ტირანებს ბერძნები არ განიხილავდნენ როგორც ღმერთის მიერ რჩეულებს. არისტოტელეს ნაშრომში „პოლიტიკა“ახსნილია, თუ რატომ გაჩნდა მეფე. მეფეების წინაპრები არჩეულნი იყვნენ პოლუსის მოსახლეობის მიერ. მეფეებად აირჩიეს საუკეთესო ადამიანი და გადასცეს მას ძალაუფლება. შესაბამისად მეფის ძალაუფლება ხალხის ნების გამომხატველია.
n ძველ საბერძნეთში ყველაზე გავრცელებული მმართველობის ფორმაა დემოკრატია.დემოკრატია-ხალხის მართველობაა.ჩვენგან განსხვავებით,ძველი ბერძნები,ვისგანაც მომდინარეობს ეს ტერმინი,ასე მხოლოდ იმ პოლიტიკურ სისტემას მოიხსენიებდნენ,სადაც ხალხი,დემოსი პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა:ყოველდღიურად იკრიბებოდა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და პირდაპირ ირჩევდა ყველა რანგის მოხელეს.დემოკრატიის საუკეთესო ნიმუშს ათენი წარმოადგენს.ათენის მოდელმა წარმატებით იარსება თითქმის საუკუნის მანძილზე და ხარვეზები მხოლოდ პელოპონესის ომში,უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში გამოავლინა.
n დემოკრატიის გარდა საბერძნეთში ასევე იყო შემდეგი მმართველობის ფორმები:ტირანია(ხალხის რისხვით გაჩენილი ერთმართველობა),ოლიგარქია(მცირეთა მმართველობა,საზოგადოების ელიტრარული ნაწილის მიერ),ასევე მონარქია(ერთმმართველობა,მეფის ანუ ერთი პიროვნების მმართველობაა,ეს ფორმა არ იყო ძალიან გავრცელებული საბერძნეთში.).
n ბერძენ ფილოსოფოსთა უმეტესობა არცერთს არ მიიჩნევდა საუკეთესოდ.პლატონი თავის სახელმწიფოში გვთავაზობს იმ მოდელს,სადაც სპეციალურად აღზრდილი და შერჩეული ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას,ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერეული მოდელისკენ იხრება,რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განახორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
n
No comments:
Post a Comment